Saturday, March 10, 2012

მოზარდი და თამბაქო


პროექტის სახელწოდება:       მოზარდი და თამბაქო
პროექტის მთავარი იდეა (თემა):      უარი ვთქვათ თამბაქოს მოხმარებაზე, როგორც ისეთი ფატალური დაავადების მთავარ გამომწვევზე, როგორიცაა - კიბო.
პროექტის აქტუალურობა:       დღევანდელ სამყაროში, როდესაც ჩვენი გარემო ისედაც დაბინძურებულია ადამიანის აქტივობის გამო, ახალგაზრდები ადრეული ასაკიდანვე ხელს უწყობენ თავისი ჯანმრთელობის გაუარესებას ისეთი მავნე ჩვეულების დანერგვით, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება. აუცილებელია, ახალგაზრდა თაობამ თვალნათლივ დაინახოს თამბაქოს უარყოფითი და ფატალური ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
პროექტის მიზნები:     შევძლოთ ახალგაზრდა თაობის დარწმუნება თამბაქოს მავნებლობაში, მის უარყოფით ზეგავლენაზე არა მარტო მოზარდის, არამედ ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მონაწილეთა ასაკი:      13-14 წელი, მერვე კლასი
ვადები / ხანგრძლივობა:      თებერვალი - აპრილი
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:      სლაიდები, კედლის გაზეთები, პატარა ბროშურები, საინფორმაციო საუბრები. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოზარდი უარს იტყვის თამბაქოს მოხმარებაზე ( თუნდაც ადრეულ ასაკში)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:      კომპიუტერი ( Microsoft Office Programs: Word,  PowerPoint, Internet, Excel), პროექტორი, პრინტერი, ბიბლიოთეკა. ფოტოაპარატი, ვიდეო კამერა, ფორმატის ფურცლები, თაბახის ფურცლები, მარკერები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები) :       მოსწავლეები ინტერნეტის და ბიბლიოთეკის საშუალებით იძიებენ თამბაქოს შესახებ ისტორიულ ფაქტებს, მის შემადგენლობას, ატარებენ კვლევებს და გამოკითხვებს სხვადასხვა ასაკის რაგორც მწეველ , ისე არამწეველ ადამიანებთან, თუ რამდენად ესმით მათ თამბაქოს როლზე ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში, ინტერვიუს წარმართავენ ექიმებთან, როგორც კომპეტენტურ პირებთან, ვისაც შეუძლიათ დაასაბუთონ თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, აკეთებენ ფოტოკოლაჟს მოპოვებული სურათების საფუძველზე, აკეთებენ სლაიდ-შოუს პრეზენტაციისათვის, ატარებენ ლექცია-დისკუსიებს, ამზადებენ მრავალფეროვან კედლის გაზეთებს, პატარა ბროშურებს ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა / ბიოლოგია / ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):     ქეთევან კობახიძე, ქ.თბილისის ს.ს.ი.პ. 207-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katemasw2@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი / ბლოგი: ketevankobakhidze.blogspot.com